ჩვენ შესახებ
ვუდპოინტი დავაარსეთ 2010 წლის იანვარს. კომპანია დაკავებულია ავეჯის მასალების დაჭრა დაწიბოებითა და ავეჯის წარმოებით. გარდა ამისა, ვცდილობთ საქართველოში შევიტანოთ სიახლე ავეჯის წარმოების ტექნოლოგიებში. ვქმნით ხარისხიან მყარ ავეჯს, რომელიც თქვენი სახლის განუყრელი ნაწილი გახდება.
ვთვლით, რომ ავეჯის კომპანიას მოეთხოვება წარმოუდგენელი ცნობისმოყვარეობა, მკაცრი თვითკრიტიკა და შრომა. ფულს გვიხდიენ არა იმისთვის, რომ ვიცით როგორ უნდა დავამზადოთ ავეჯი, არამედ იმისთვის, რომ ვიცით, როგორ გავხადოთ ადამიანების ცხოვრება მეტად კომფორტული.
გატაცებული ვართ კლიენტისთვის ღირებულების შექმნის იდეით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ინდივიდუალურად თქვენთვის და შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ თვალს გაახარებს, არამედ მოსახერხებელიც იქნება გამოსაყენებლად.
დიზაინისა და წარმოების გარდა, ჩვენ ვქმნით მთლიან ლოგისტიკურ ჯაჭვს: ჩამოგვაქვს ფილები, ვამუშავებთ, მიგვაქვს მომხმარებლამდე და ვამონტაჟებთ.
2022 წელს პატარა საწარმო დავხურეთ და კომპანია გავაფართოვეთ. მომსახურების გასაუმჯობესებლად შევისყიდეთ ახალი დანადგარები და 2023 წელს გავხსენით პირველი შოურუმი.




